ვინგარდიუმ ლევიოსა

 

  ვინგარდიუმ ლევიოსა-მარტივი შელოცვების კატეგორიისაა. თავად სიტყვები ლათინური და ინგლისური სიტყვების ნაერთია და მთლიანობაში ლევიტაციის შელოცვას წარმოადგენს. wing-ინგ. ფრთას, levis კი ლათ. მსუბუქს ნიშნავს, აქედან შეგვიძლია შელოცვის მიახლოებითი შინაარსი განვსაზღვროთ როგორც "მსუბუქ ფრენასთან" დაკავშირებული შელოცვა. თავისთავად ცხადია რომ საუბარი საგნების ფრენაზეა.ამ შელოცვით შეძლებთ ნივთი ააფრინოთ ჰაერში, ის მანამ ილივლივებს სანამ თქვენ მასზე იქნებით კონცენტრირებული.

 

 

როგორც ვთქვი შელოცვა მარტივი კლასისაა, თუმცა არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ მხოლოდ სიტყვების დამახსოვრებით რამე გამოგვივა, რადგან ყურადღება უნდა მივაქციოთ შელოცვის წარმოთქმასა და ხელის მოძრაობას. ჯოხით ჰაერში უნდა შემოხაზოთ რკალი ასეთი სქემით:

სიტყვები უნდა წარმოთქვათ მკაფიოდ და გარკვევით ( რომ შემთხვევით მიწაზე არ აღმოჩნდეთ გაშოტილი და გულზე კამეჩი არ გედგეთ smile.gifვინგ-არ-დი-უმ ლევ-ი--სა "არ" გაგრძელებულად უნდა წარმოითქვას, "ო"-ზე კი მახვილია საჭირო.
ეს შელოცვა საშუალო სიმძიმის, უსულო საგნებისთვის გამოდგება. შელოცვის გამოყენების დროს არამხოლოდ ხელის მოძრაობა და მისი წარმოთქმა უნდა გაითვალისწინოთ, არამედ წინასწარ უნდა გათვალოთ, თუ რა სიმაღლეზე გსურთ ნივთის წამოწევა, და რა სიახლოვეზე გსურთ რომ თქვენამდე მოვიდეს.

 

 

 

რათა ხიფათი აიცილოთ თავიდან( უცებ ჩამოვარდნილი სკამი თავზე რომ არ დაგეცეთ).ახლა ამ შელოცვის ისტორიასაც გადავავლოთ თვალი. ეს შელოცვა მე14 საუკუნეში ინგლისელმა ედგარ ვაიგმა ჩამოაყალიბა, ის ხშირად გამოიყენება. ამიტომაც 1734 წელს ჰოგვორტსის სახელმძღვანელო-სასწავლო წიგნებში იქნა შეტანილი.
ჰარი პოტერის პირველ ნაწილში ის რამდენჯერმე იქნა გამოყენებული, პირველად როცა კერძოდ მისი შესწავლა მოხდა, მეორედ კი გოგონების ტუალეტში, რონ უისლიმ ის ტროლის წინააღმდეგ გამოიყენა, და მას საკუთარი კომბალი ჩასცხო თავში.

 

 

 

 

შემდეგში ეს შელოცვა წიგნის დასკვნით მე7 ნაწილში გვხვდება. მას ჰარი ჰაგრიდის მოტოციკლს მოწყვეტილი ეტლის (რომელშიც თვითონ იჯდა) ვარდნის შესაჩერებლად იყენებს. მეორედ კი..

"რონმა მიიხედ-მოიხედა და მერე ჯოხი მიწაზე დაგდებულ ტოტს დაუმიზნა:
- ვინგარდიუმ ლევიოსა!
ტოტი მიწიდან აფრინდა, ჰაერში დატრიალდა, თითქოს ქარის ქროლას გაჰყვაო, მერე კი პირდაპირ ტირიფი ამოიღო მიზანში, გაქანდა, ავად მოქანავე ტოტებს შორის გაძვრა და სადღაც ფესვებთან კოჟრს დასცხო. ხე იმწამსვე გაჩერდა"

მეგობრებმა სიტუაცია გამოიყენეს და სასწრაფოდ ქოთქოთა ქოხისკენ მიმავალ გვირაბს გაუყვნენ...