ფილოსოფიური ქვა
ფილოსოფიური ქვა იყო ადამიანის მიერ შექმნილი, სისხლივით წითელი ქვა მაგიური თვისებებით. მისი გამოყენება შეიძლებოდა სიცოცხლის ელექსირის, რომელიც ახანგრძლივებდა დამლევის სიცოცხლეს, დამზადებისთვის და მეტალის წმინდა ოქროდ გადაქცევისთვის.
ცნობილი ალქიმისტი ნიკოლას ფლამელმა შექმნა ერთადერთი ცნობილი ფილოსოფიური ქვა. ფლამელი იყენებდა ქვისგან დამზადებულ სიცოცხლის ელექსირს თავისი და თავისი ცოლის პერენელის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად საუკუნეების განმავლობაში.
1991 წელს ფილოსოფიური ქვა გახდა შავი ჯადოქრის ლორდი ვოლდემორის სამიზნე უკვდავების მოასპოვებლად. ვოლდემორი იყენებდა ადამიანს, ქუირინუს ქვირელს რომ მოეპარა ქვა ჰოგვორტსის ჯადოქრობისა და მაგიის სკოლიდან, სადაც იგი ინახებოდა. თავდაპირველად ქვა ინახებოდა ჯადოქრების ბანკის, გრინგოტსის 713 აკლდამაში. თუმცა, მოსალოდნელი საფრთხის ეჭვით, ალბუს დამბლდორმა გაგზავნა რუბეუს ჰაგრიდი ქვის ასაღებად ქურდობის დღის დილას.
ამის შემდეგ, ქვა მოთავსდა ჰოგვორტსში სპეციალურ ადგილას და მას იცავდა შვიდი შელოცვა და არსება, ჰოგვორტსის პროფესორების მიწოდებული: პროფესორ სპრაუტის ეშმაკის ხაფანგი; ფილიუს ფლიტვიკის მიერ მოჯადოებული მფრინავი გასაღებები; პროფესორ მაკგონაგელის მიერ ტრანსფიგურირებული ადამიანის ზომის ჯადოქრული ჭადრაკის დაფა და ფიგურები; პროფესორ ქვირელის მთის ტროლი; სნეიპის შხამწამლების "გამოცანა"; და ალბუს დამბლდორის სილივრუს სარკე. ჰაგრიდის სამთავიანი ძაღლი, ფლაფი, იცავდა ოთახისკენ მიმავალ ორმოს. სტუდენტების სასარგებლოდ, დამბლდორმა აკრძალა მესამე სართული მარჯვენა კორიდორში შევლა.
ჰარი პოტერმა და მისმა საუკეთესო მეგობრებმა, რონ უისლიმ და ჰერმიონ გრეინჯერმა იეჭვეს რომ ქვის მოპარვას აპირებდნენ. საუბრების მოსმენის შემდეგ, მათ იფიქრეს რომ ქვის მოპარვას ჰოგვორტსის პროფესორი სევერუს სნეიპი აპირებდა.
ჰარიმ თავი იძულებულად იგრძნო, დაეცვა ქვა და მან და მისმა მეგობრებმა გამოიჩინეს მათი ასაკისთვის მეტად დიდი გმირობა და გადალახეს ყველა წინააღმდეგობა, სანამ ჰარი არ მივიდა ქვირელთან და თავად ლორდ ვოლდემორთან. საბოლოოდ, ქვირელი მოკვდა, ლორდმა ვოლდემორმა კი დაკარგა ფიზიკურობა კიდევ ერთხელ.
ქვის დაცვის შემდეგ, დამბლდორმა და ფლამელმა განიხილეს და გადაწყვიტეს რომ საუკეთესო იყო ქვის განადგურება. ფლამელს დარჩენილი ჰქონდა საკმარისი ელექსირი რომ მოეგვარებინა საქმეები, სანამ ის და მისი ცოლი მოკვდებოდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების ფილმებსა და წიგნებში ქვა ცნობილია როგორც "ჯადოქრის ქვა" (sorcerer's stone). ეს იმიტომ იყო, რომ ამერიკელი ბავშვები არ იყვნენ გაცნობილნი რეალური სამყაროს მითოლოგიასთან ფილოსოფიური ქვის შესახებ.
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრებში, ჰერმიონი ამბობს რომ ბიდლმა გამაცოცხლებელი ქვის იდეა სიცოცხლის გამხანგრძლივებელი ფილოსოფიური ქვიდან აიღო.
"უმაღლესი შხამწამლების" მიხედვით, "ფილოსოფიურ ქვას შეეძლო ისე გაეფართოებინა გამომყენებლის ცოდნა ალქიმიაში, რომ ყველაფერი მისაწვდომი იყო".